ღვინის აქსესუარების მაღაზია

კომპანია “ალავი” 2020 წელს დაარსდა და ტრადიციებისა თუ ორიგინალურობის ერთიანობით გიქმნით მრავალფეროვან არჩევანს ღვინის, ტურიზმისა თუ სასაჩუქრე სივრცეში. მაღაზია გამოირჩევა მაღალი ხარისხის სერვისით და წარმოადგენს ეროვნულ მოტივებზე დაფუძნებული საჩუქრებისა და ღვინის მაღაზიის უნიკალურ მთლიანობას

კატეგორიები

პრემიუმ საჩუქრები

ბესტსელერები
ჩვენ შესახებ
პრემიუმ საუკეთესო საჩუქრები

ალავი

კომპანია “ალავი” 2020 წელს დაარსდა და ტრადიციებისა თუ ორიგინალურობის ერთიანობით გიქმნით მრავალფეროვან არჩევანს ღვინის, ტურიზმისა თუ სასაჩუქრე სივრცეში. მაღაზია გამოირჩევა მაღალი ხარისხის სერვისით და წარმოადგენს ეროვნულ მოტივებზე დაფუძნებული საჩუქრებისა და ღვინის მაღაზიის უნიკალურ მთლიანობას
კომპანიის მიზანია, ნებისმიერმა ადამიანმა შეიგრძნოს ის კულტურა და სიყვარული, რომელიც ქართველებს ღვინის მიმართ გააჩნიათ.
“ალავში” შეგიძლიათ შეარჩიოთ და შეიძინოთ ეროვნული მოტივებით დამზადებული პროდუქტები და აქსესუარები, რომლებიც შექმნილია ნებისმიერი ინტერესის მომხმარებლისათვის თუ განსაკუთრებული დღისათვის.

დაფუძნების დღიდან “ალავი” აქტიურად მონაწილეობს ქართული კულტურის, ხელოვნების, მეღვინეობის, ისტორიისა და ტრადიციების პოპულარიზაციაში.

რას ნიშნავს ალავი?

ძღვენის, იგივე საჩურის მირთმევა ძველი საბერძნეთის რელიგიური მრწამსისგან იღებს სათავეს, სადაც ადამიანებს სწამდათ რომ დაბადების დღესა თუ ქორწინებისას, კეთილი გულით მირთმეული საჩუქარი მათ ბოროტი სულებისგან დაიცავდათ.

უხსოვარი დროიდან ქართველები საჩუქარს ალავს უწოდებნენ. ჩვეულებას, რომელიც ქორწინების დღეს ნეფე პატარძლის ძვირფასეულობითა და ტკბილეულობით დალოცვის ტრადიციას წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისადმი კარგი განწყობისა და  პატივისცემის გამოსახატად ადამიანები სხვადასხვა ფორმას მიმართავენ, სწორად შერჩეული საჩუქარი ყოველთვის საუკეთესო ჟესტს წარმოადგენს სიყვარულის გასაზიარებლად.

კომპანია “ალავი” 2020 წელს დაარსდა და მისი მიზანია ნებისმიერ ადამიანს შეუქმნას მრავალფეროვანი არჩევანი ეროვნულ მოტივებზე შექმნილ სასაჩუქრე სივრცეში. კომპანიის თითოეული პროდუქტი და აქსესუარი ქართული კულტურის ვიზუალიზაციასა და პოპულარიზაციას ემსახურება.

 

საჩუქარი ძღვენი პრემიუმ საჩუქარი
ფასდაკლება
ბოლოს დამატებული
ბლოგი